გურამ მაჭარაშვილი: ეკა გიგაურს მთავრობაში უნდოდა მოსვლა და პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირ იყო ჩართული

Read Time:29 Second

გურამ მაჭარაშვილი ეკა გიგაურის განცხადებას გამოეხმაურა. „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატი აცხადებს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი პირდაპირ იყო ჩართულ პოლიტიკურ პროცესებში.

„მთავრობაში უნდოდა მოსვლა და პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირ იყო ჩართული. თუ ანტიდასავლურ რიტორიკად აღიქვამს იმას, რომ ჩვენ ვსვამთ საკითხს, რომ გვინდა მშვიდობა და ამიტომ გვინდა ევროპა და გვინდა ევროპა და ამიტომ გვინდა მშვიდობა, ეს არ არის ანტიდასავლური რიტორიკა. ანტიდასავლური რიტორიკა არის ის, რომ თუ ვინმე ომს არ დაიწყებს, ისე ერ შევა ევროკავშირში, რასაც თვითონ საუბრობს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური მმართველ გუნდს ანტიდასავლურ რიტორიკაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით ქვეყნის შანსები დაბალია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი – ჩვენი მოსახლეობისა და ევროპული მომავლის წინაშე არ არის პატიოსანი, რომ სხვა მიზნები და ინტერესები ჩავდოთ იმ კალათაში, რომელსაც ჰქვია ევროკავშირის გზაზე წინსვლა
Next post ირაკლი კობახიძე: ნიკანორ მელიამ გათქვა საიდუმლო და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადებები ადვოკატების ტაქტიკაა და მეტი არაფერი