აპრილი 18, 2024
0 0
Read Time:26 Second

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, გურამ თუშიშვილი თბილისის გრანპრიზე ვერ იჭიდავებს. ამის მიზეზი გახდა მისი მონაწილეობა შარშან ყაზახეთში გამართულ კურაშის მსოფლიო ჩემპიონატზე. ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ახალი დებულების მიხედვით, ძიუდოისტებს, რომლებიც არიან ძიუდოს საერთაშორისო რეიტინგში, ეკრძალებათ სპორტის სხვა ძალისმიერ სახეობებში მონაწილეობა. თუშიშვილმა ორთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, რომლის ათვლა 25 მარტიდან დაიწყო.

დებულება სხვა ძალისმიერ სპორტის სახეობაში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებებში ნებართვის გარეშე ძიუდოისტების მონაწილეობას კრძალავს. გურამ თუშიშვილის შემთხვევაში კურაშის მსოფლიო ჩემპიონატზე სპორტსმენის მონაწილეობის შესახებ საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ინფორმირებული არ იყო და თუშიშვილი ყაზახეთში დამოუკიდებლად გაემგზავრა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები