გურამიშვილის ქუჩაზე, მიწის მასის ჩამოშლის გამო, მიმდებარე კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო

Read Time:19 Second

თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს მიწის მასა ჩამოიშალა. თვითმხილველების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა შემთხვევის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ამ დროისთვის ადგილზე კვლავ რჩებიან საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ადგილზე მერიის შესაბამისი სამსახურები ვითარებას სწავლობენ. ტერიტორიაზე მუშაობენ გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებიც.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრა
Next post ქალს ბიჭი გაუჩნდა მესამე გოგონას ნაცვლად და ქმარმა გონება დაკარგა – მათი რეაქცია ინტერნეტჰიტად იქცა