მარტი 29, 2024
0 0
Read Time:31 Second

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა გუდაურში საბავშვო ბაღი აშენდა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აღჭურვილია ყველა საჭირო

ინვენტარით სააღმზრდელო დაწესებულება გათვლილია 35 აღსაზრდელზე.

ბაღი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

აღსანიშნავია,რომ გუდაურს, რომელიც მაღალმთიანი ზონის სტატუსით

სარგებლობს არასდროს ჰქონია საბავშვო ბაღი.

ახალი დაწესებულების აშენებამ გუდაურში დამატებითი

სამუშაო ადგილების შექმნაც გამოიწვია.

საბავშო ბაღის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 837 ათასი ლარით დაფინანსდა,

თუმცა მოგვიანებით დამატებით რეგიონში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან 223 ათასი ლარი გამოიყო,

რაც დაწესებულებამდე მისასვლელი გზის მოასფალტებას და ეზოს მოწყობას მოხმარდა.

დასრულებლი მშენელობა მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კერესელიძემ,

რეგიონის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან მანანა (მაცაცო) ნარიმანიძესთან,

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე ზაგაშვილთან და თვითმმართველობის

სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები