გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას რვა ადამიანი დაიღუპა

Read Time:43 Second

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.

ვახტანგ გომელაურმა გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა.

„მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარ ფაქტზე, მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. მძიმეა ჩვენთვის ყველასთვის, მით უმეტეს ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის, შსს-სთვის. ექვსი იყო ჩვენი თანამშრომელი, ორი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები იყვნენ. უბედური შემთხვევა მოხდა, კადრიც გავიდა ტელევიზიით, ვერტმფრენმა დაკარგა კონტროლი და მოხვდა მისი ვარდნა. ჯერ მეტი არაფერი ვიცით, ექსპერტები იმუშავებენ, რამ გამოიწვია ვერტმფრენის მართვის დაკარგვა, აქედან გამომდინარე, უკვე გვექნება სავარაუდო პასუხი.

სამწუხაროდ, რვა ადამიანია გარდაცვლილი. ერთი ადამიანია დაშავებული, რომელიც პარაპლანით ფრინავდა და მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი გარდაცვლილია, რომელიც ჩამოვარდა, ვის საშველადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია. ამოიყვანეს დაშავებული ქართველი ვინც იყო, ცოცხალია, ის გადაჰყავთ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს“, – განაცხადა გომელაურმა.

ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება კრიტიკოსებისთვის ცივი შხაპია. თუ ვითარებას რეალურად გაეცნობა, ყველა ნახავს, რომ საქართველო ერთგულად დგას საერთაშორისო ღონისძიებების დაცვის სადარაჯოზე
Next post გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილი 35-წლიანი გამოცდილების მქონე მფრინავი ზაზა ლორიაა