გრიგოლ ვაშაძე – მომილოცია, ხელისუფლება არ გვყავს ბატონებო – გვყავს ივანიშვილი, რომელიც სამეგრელოს შემოივლის, რადგან ეშინია, წუთები აქვს დათვლილი მის ხელისუფლებას

Read Time:50 Second

საბჭოთა კავშირში დავიბადე და ამაზე ამზრზენი სპექტაკლი არ მინახავს, – ასე შეაფასა დავით კირკიტაძის დღევანდელი სასამართლო პროცესი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ.

იგი მოსამართლის გადაწყვეტილებას მომდევნო სასამართლო სხდომების დახურვასთან დაკაშვირებით უსამართლოდ მიიჩნევს და სამარცხვინოს უწოდებს.

“ეს ბიოლოგიური არსება უვადო მოსამართლედ დანიშნეს. ეს, როგორ ფიქრობთ, სირცხვილი არ არის? პროკურორი კიდევ ეხვეწება მოწმეს,თქვი რაც ჩვენებაში აღწერილი გაქვსო, არ ახსოვს იმ საწყალს კაცს, იწურება ოფლში და არ იცის რა თქვას. არც ხელისუფლება გვყავს ბატონებო, მომილოცია! გვყავს ივანიშვილი, რომელიც ახლა სამეგრელოს შემოივლის, ინვესტიციებს განახორციელებს, რადგან ეშინია და ღამე არ სძინავს, იმიტომ რომ წუთები აქვს დათვლილი მას და მის ხელისუფლებას. ეს არის თურმე მესამე ტალღა რეფორმების და მეოთხეზე ალბათ, ხალხს კედელთან დახვრეტავენ”, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურებრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება მეორე პირს, ვალერი მუსაევს, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

საქმე ეხება 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სოფელ ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მშობლებო შვილებს მიხედეთ!!! აფთიაქში 12 წლის გოგონა მივიდა და ორსულობის ტესტი იყიდა, თქვა რომ უფროსი დისთვის უნდოდა…
Next post გემრიელი ყავის 9 საიდუმლო