გოჩა ენუქიძე-ჩემო სვანებო – დღეს მინდა ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით

Read Time:45 Second

 

მადლობა უამრავი კეთილი საქმისთვის, რომელიც ჩვენი რეგიონის სიყვარულით, წლების განმავლობაში ერთად ვაკეთეთ. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო „ქართულ ოცნების გუნდს“, რომელმაც გამომიცხადა ნდობა და წარმადგინა მესტიის, ლენტეხის, ამბროლაურის, ონსა და ცაგერის მაჟორიტარობის კანდიდატად.

მე მაქსიმალურად ვიზრუნებ, რომ მესტიაში გაგრძელდეს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც კიდევ უფრო გაზრდის მხარის ტურისტულ პოტენციალს.

ჩვენ უნდა მოვაწესრიგოთ მიწის საკუთრების და რეგისტრაციის პროცესი და კიდევ უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ კულტურული ძეგლების დაცვას და რეაბილიტაციას.

ჩვენთვის მთავარი მიზანი მაღალმთიანი რეგიონების მხარდაჭერაა. სწორედ ამას ემსახურება მთის კანონი, რომლის ერთ-ერთი ავტორი თავად ვარ, კანონის, რომელმაც მრავალი სიკეთე და შეღავათი მოუტანა მთის მოსახლეობას.

ჩვენი მხარის მთავარ გამოწვევად რჩება მიგრაციული პროცესები, რომლის შეჩერებაც შესაძლებელია, ეკონომიკური საქმიანობით, სამეწარმეო გარემოს გაჯანსაღებით და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით.

მესტიისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ზემო და ქვემო სვანეთის გზის მშენებლობას, რომელიც დააკავშირებს ორ მუნიციპალიტეტს და კიდევ უფრო გაზრდის მხარის ტურისტულ პოტენციალს.

ჩემთვის პატივია, ისევ ვიდგე თქვენს წინაშე და გარწმუნებთ, რომ ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხებ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე დავით გარეჯის საკითხზე: ეს არის სამართლებრივი პროცესი – არავის მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები დააზიანოს
Next post იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრს 160-ე სეზონის გახსნას ულოცავს