გიორგი ხელაშვილი – ოპოზიცია ძლიერი რომ იყოს, სამართლებრივი გზებით იბრძოლებდა, ქუჩაში ყოფნა სტატუსის მაჩვენებელია

Read Time:35 Second

როგორც ამბობენ, ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო, შესაბამისი პროგრესისთვის საჭიროა, არა მარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის კონსტრუქციულობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართულ ოპოზიციას შარლ მიშელმა მეტი კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა.

„პარტიის შიგნით საუბარი სხვადასხვა ფორმატით მუდმივად მიმდინარეობს. ჩვენ ერთიანი პოზიცია გვაქვს. ამ მხრივ ძალიან უხერხული იყო, რაც ოპოზიციამ გააკეთა, როდესაც შეხვედრების დამთავრებისთანავე არასწორი ინტერპრეტაცია მოაწოდა მოსახლეობას და საერთაშორისო თანამეგობრობას, იმის შესახებ თუ რაზე იყო საუბარი.

რაც ამ შეხვედრაზე გაჟღერდა იყო ის, რომ ქართულ ოპოზიციას ბატონმა მიშელმა მეტი კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა და დრო დაგვითქვა, რომ ორი კვირის განმავლობაში ჩვენ გარკვეულ პროგრესს უნდა მივაღწიოთ. ვფიქრობ, ეს პროგრესი შეიძლება მიღწეული იყოს. როგორც ამბობენ ხოლმე ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო, შესაბამისი პროგრესისთვის საჭიროა, არა მარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის კონსტრუქციულობა“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი, ისევე როგორც საკონსტიტუციო რეფორმის დროს, დღესაც მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს
Next post ირაკლი ღარიბაშვილი – უახლოესი ორი წლის განმავლობაში 5 000-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა