აპრილი 16, 2024
0 0
Read Time:55 Second

ბრიუსელში გაცილებით უფრო ადეკვატურად უყურებენ საქართველოს, ვიდრე ეს ხშირად საქართველოში წარმოუდგენიათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების არსი იმაშია, რომ პოზიცია დაახლოვდეს. მნიშვნელოვანია, მხარეები რაიმე განსაკუთრებული მოლოდინის გარეშე მივიდნენ ამ მოლაპარაკებებზე და რაც მთავარია, ევროკავშირის მხრიდან ჩართულობა იყოს უმაღლეს დონეზე.

„ხვალ ევროპარლამენტში დებატებზე ველოდებით ძალიან ფუნდამენტურად განხილვას. ძალიან კარგია, რომ ევროკავშირში ასე კარგად იციან საქართველოში მიმდინარე პროცესები. ეს ნიშნავს, რომ ძალიან დაინტერესებულები არიან საქართველოთი და ყველა საუბარი საქართველოს თითქოს რადარებიდან გაქრობაზე, დაკარგვაზე – ტყუილია.

რეალურად ერთი კვირა დარჩა და დიდი იმედი მაქვს, მაღალი პოლიტიკური ტემპერატურის მიუხედავად, შეთანხმებას მივაღწევთ და ამისათვის ორივე მხარემ კონსტრუქციულობა უნდა გამოიჩინოს.

ევროპელები აუცილებლად მონახავენ იმ ფორმატს, რომელიც საქართველოს პოლიტიკაში მედიაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მედიაცია უნდა იყოს მხარეებს შორის მედიაცია და არა რომელიმე მხარის დადგომა. ჩვენ ამას ძალიან ხშირად ვურევთ ხოლმე საქართველოში, მაგრამ ეს აქ არ ეშლებათ. აქ გამოცდილი დიპლომატები და პოლიტიკოსები არიან. ხაზგასასმელია, რომ ამ პროცესს სათავეში უდგას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. ამაზე მაღალი დონე ევროკავშირში არ არის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მისი ავტორიტეტი, მიშელის პოლიტიკური და დიპლომატიური გამოცდილება კონსენსუსის მიღწევაში დაგვეხმარება“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელში იმყოფება. ისინი კოლეგებს ხვდებიან. ხვალ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები