გიორგი ცუცქირიძე: საქართველო არის ერთ-ერთი სანიმუშო ქვეყანა რომელიც წარმატებით გაუმკლავდა პანდემიას და საერთაშორისო შეფასებებიც ამის დასტურია

Read Time:2 Minute, 21 Second

 

სოციალური პაკეტი რომელიც უკვე შეეხო 1 200 000 ოჯახს სხვადასხვა სახის დახმარებების ფორმით, იყო სწორი გადაწყვეტილება ტაქტიკურადაც და სტრატეგიულადაც. პირველ რიგში ეს შეეხება ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს და თვითდასაქმებულებს, აგრეთვე იმ ადამიენებს ვინც სამუშაო დაკარგა, რისთვისაც ცალკე 450 მილიონი ლარია გამოყოფილი. კომუნალური გადასახადების სუბსიდირება 3 თვით, საკრედიტო დავალიანებების გადავადება, რომელიც 600 000 ადამიანმა ისარგებლა და კიდევ 3 თვით არის გაგრძელებული, ასევე ყველაზე დიდი არმიისათვის პენსიონერებისათვის წინსწრებად პენსიების ჩარიცხვა და უკვე ივნისიდან პენსიის ზრდა 30 ლარით, უზრუნველყო დროში მათთვის მნიშვნელოვანი შეღავათი და ხარჯებში შეხიდება სახელმწიფოს მხრიდან,- ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე, სოციალურ ქსელში წერს და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ პარლამენტში „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ წარდგენილ ანგარიშს
ეხმიანება.

მისი თქმით, როდესაც ოპოზიცია მუდმივად საუბრობს ეკონომიკის გაჩერებაზე და მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებზე თუ გაზრდილ უმუშევრობაზე, ხშირ შემთხვერვაში არის თითიდან გამოწოვილი.

,, პრემიერის გამოსვლიდან ცხადი გახდა, რომ ეს ატარებდა წმინდა სპეკულატიურ დატვირთვას. არ გაჩერებულა არც ერთი სტრატეგიული დანიშნულების ინდუსტრიული საწარმო, მათ შორის აგროსაწარმო. აქ საუბარია საკმაოდ დიდ რიცხვზე 65 000 ერთულზე, და პირველ რიგში ეს ეხება საექსპორტო პროფილის საწარმოებს. ნიშანდობლივია, რომ პრაქტიკულად არ შეჩერებულა ტრანსნაციონალური გადაზიდვები, ქვეყნის ტერიტორიაზე სატვირთო გადაზიდვების კუთხით, არის ძალზე მნიშვნელოვანი, როგორც ქვეყანაში სურსათის შემოსატანად, ასევე საერთაშორისო სატრანზიტო კონკურენტუნარიანობის არათუ შენარჩუნების, არამედ გაძლიერების თვალსაზრისითაც. რაც ასევე არის 6000 მძღოლის დასაქმებაც თავისთავად. ეს არის კრიზისი რომელიც არავინ არ იცის როდის დამთავრდება ან თუნდაც მეორე ან მესამე ტალღა იქნება თუ არა და სავარაუდოდ როდის. ასეთ დროს ოპოზიციის შეთავაზებები ერთჯერადად კონკრეტული თანხებით დახმარებაზე, რაც არის ერთჯერადი მოხმარება, პოპულისტურია და ატარებს დროში საკმაოდ მაღალ რისკებსაც. მეორე ან მით უმეტეს მესამე ტალღის შემთხვევაში სახელმწიფოს ისევ მოუწევდა ანალოგიური თანხებით დახმარებების გაწევა ბიუჯეტიდან და რაც თუნდა მეორე ტალღისას მისი სიდიდიდან გამომდინარე(მინიმუმ წლიური ბიუჯეტის 20 % -მდე) სერიოზულ პრობლემად იქცეოდა, ისევე როგორც ამ თანხის ბიუჯეტიდან ერთბაშად გასროლა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის სიდიდიდან გამომდინარე( კვარტალური ბიუჯეტის 40 %), რაც სხვა მნიშვნელოვანი მუხლების დაფინანსების პრობლემასაც შექმნიდა. გარდა ამისა, ერთჯერადი დახმარება ასევე ატარებდა ინფლაციურ რისკებსაც სასურსათო საქონელზე მაღალი პანიკური და გაურკვეველი ფონიდან გამომდინარე, განსაკუთრებით კრიზისის საწყის ეტაპებზე და რაც მთავარია, სერიოზულ დილემად იქცეოდა საბანკო პროცენტების დაფარვაც.
ეს სოციალური პროგრამები არის გაცილებით მორგებული კრიზისის შედეგად თითოეულ დაზარალებულ ადამიანზე და ეკონომიკაზე ზოგადად, რადგან არსებული გაურკვევლობის პირობებში ერთჯერადი არ არის და მისი კორექციაც შესაძლებელია. თუნდაც არსებული სოციალური პაკეტი რომელიც უკვე შეეხო შეეხო 1 200 000 ოჯახს სხვადასხვა სახის დახმარებების ფორმით, იყო სწორი გადაწყვეტილება ტაქტიკურადაც და სტრატეგიულადაც. პირველ რიგში ეს შეეხება ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს და თვითდასაქმებულებს, აგრეთვე იმ ადამიენებს ვინც სამუშაო დაკარგა, რისთვისაც ცალკე 450 მილიონი ლარია გამოყოფილი.
კომუნალური გადასახადების სუბსიდირება 3 თვით, საკრედიტო დავალიანებების გადავადება, რომელიც 600 000 ადამიანმა ისარგებლა და კიდევ 3 თვით არის გაგრძელებული, ასევე ყველაზე დიდი არმიისათვის პენსიონერებისათვის წინსწრებად პენსიების ჩარიცხვა და უკვე ივნისიდან პენსიის ზრდა 30 ლარით, უზრუნველყო დროში მათთვის მნიშვნელოვანი შეღავათი და ხარჯებში შეხიდება სახელმწიფოს მხრიდან.
და ბოლოს, საქართველო არის ერთ-ერთი სანიმუშო ქვეყანა რომელიც წარმატებით გაუმკლავდა პანდემიას და საერთაშორისო შეფასებებიც ამის დასტურია”,- წერს გიორგი ცუცქირიძე

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერის გამოცხადება დაჩქარდება
Next post არჩილ თალაკვაძემ და სოფო კილაძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს „ბავშვის დახმარების ცხელი ხაზის“ შესახებ ინფორმაცია გააცნეს