გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთაგან სამს ბრალი უკვე დაუზუსტდა

Read Time:33 Second

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 11 პირთაგან ბრალი ამ დროისთვის დაუზუსტდათ ირაკლი წაქაძეს, საბა გოგშელიძეს და არჩილ გაგნიძეს.

ადვოკატების, თქმით ბრალს დაემატა კიდევ ერთი მუხლი, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.

გამოძიება არჩილ გაგნიძეს დანაშაულის დაფარვის მიზნით ჯგუფურ ძალადობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.

ამასთან, გამოძიება დაკავებულებს პირველ ეპიზოდში აგარაკზე ჩხუბის ეპიზოდს ედავება, საუბარია ნ.ხ ს და ვახო ჩიქოვანის ცემის ფაქტზე.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 11 პირს ბრალი, გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაუზუსტდა

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post აჭარაში, კორონავირუსზე 1800 ტესტის პასუხს ელოდებიან
Next post გოჩა ენუქიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სატყეო სამსახურისა და გარემოს დაცვის თანამშრომლებს შეხვდა