აპრილი 16, 2024
0 0
Read Time:23 Second

იტალიის ქალაქ ოლბიაში დღეს სტარტი აიღო ძიუდოს ახალგაზრდულმა მსოფლიო ჩემპიონატმა, სადაც საქართველოს ნაკრები 13 სპორტსმენით გამოდის.

ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს ჩვენი გუნდი სამი ძიუდოისტით წარდგა. 60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში აზერბაიჯანელ ბაირამოვს სუფთა გამარჯვებით სძლია და წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალს მსოფლიო პირველობის ოქროც შემატა.

ამავე წონაში შაქრო შათირიშვილი რეპეშაჟიდან ცდილობდა მედლის მოპოვებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ფრანგ სპორტსმენთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. 52 კგ-ში კი მარიამ ლაფაჩიშვილი ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები