გიორგი კვირიკაშვილი: სამხედრო რეზერვის სისტემა შეიცვლება

Read Time:30 Second

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სამხედრო რეზერვის სისტემა შეიცვლება.

„თავდაცვის სამინისტროს გამოაქვს სარეზერვო სისტემის ახალი კონცეფცია. უახლესმა ისტორიამაც ნათლად აჩვენა, რომ რეზერვის მოქმედი სისტემა საჭიროებს სერიოზულ გარდაქმნას და დახვეწას. ძლიერი სარეზერვო სისტემა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი კონცეფცია, რომელიც არის შემუშავებული, ტოტალურ თავდაცვაში საქართველოს მოქალაქეების ჩართულობას ითვალსწინებს, ასევე სამობილიზაციო რესურსის ოპტიმალურ გამოყენებას. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კონცეფციით სამობილიზაციო რეზერვთან ერთად აქტიური რეზერვის სამი სხვადასხვა სახე არის გათვალისწინებული: ეს არის ნებაყოფლობითი, საკონტრაქტო და ანაზღაურებადი. ეს სისტემა საშუალებას გვაძლევს, რომ საქართველოს მოქალაქემ ამ სისტემაში თავისი ადგილი ისე იპოვოს, რომ სამოქალაქო ატივობას არ მოწყდეს და ეს არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველო ტყის მდგრადი განვითარების სისტემის შექმნაზე მუშაობს
Next post მთავრობა ბუნებრივი რესურსების და წიაღის რეფორმას იწყებს