გიორგი კახიანი – საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნამ იმედგაცრუება გამოიწვია, მაგრამ ნდობის განადგურებაზე საუბარი გადაჭარბებულად მიმაჩნია

Read Time:32 Second

პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გიორგი კახიანს დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის შეფასება გადაჭარბებულად მიაჩნია იმის თაობაზე, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებამ ხელისუფლების ნდობა გაანადგურა.

როგორც ჟურნალისტებს კახიანმა განუცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნამ იმედგაცრუება გამოიწვია, მაგრამ ასეთი ტერმინები გადაჭარბებულია.

„გეთანხმებით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების არმიღებამ გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვია როგორც უცხოური მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებში, ასევე ქვეყნის შიგნითაც. პირადად ჩემშიც. იმედგაცრუება მქონდა ინიციატივის ჩავარდნის გამო, რადგან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე მეც ვიყავი. მესმის შედეგიც, რაც კონსტიტუციური ცვლილების ჩავარდნას მოჰყვა, მაგრამ აქციებში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან ქვეყანაში უზრუნველყოფილია გამოხატვის თავისუფლება. ზოგადად, ასეთი შეფასება გადაჭარბებად მიმაჩნია, თუმცა ამ ყველაფერმა იმედგაცრუება გამოიწვია. გასაკვირი არ არის, თუ მსგავსი იმედგაცრუება ჩვენს უცხოელ კოლეგებშიც იქნებოდა“, – განაცხადა კახიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “მის საყარო 2019”-“მე გავიზარდე სამყაროში, სადაც ქალი ჩემი კანისა და თმის ფერით არასდროს ითვლებოდა ლამაზად”
Next post კახა კალაძე- მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური არ გაიზრდება