გიორგი კახიანი – „გერმანული მოდელი“ წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან და ამას ხვდებიან პატივცემული ოპოზიციის წარმომადგენლებიც, უბრალოდ, ამის აღიარება არ უნდათ

Read Time:1 Minute, 4 Second

ოპოზიციამ ფაქტობრივად თავისი თავიც და ეს პროცესიც ჩიხში მოაქცია, რადგან გვთავაზობენ ისეთ რამეს, რაზეც თავად იციან, რომ უბრალოდ ამის მიღებას ჩვენ ვერ შევძლებთ”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა ე.წ.გერმანულ მოდელზე საუბრისას განაცხადა. მან რეგიონალური საპარლამენტო კონფერენციის დაწყებამდე თემაზე: “საარჩევნო პროცესის დროს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებისა და მასთან ბრძოლის შესახებ: ეროვნული პარლამენტების როლი”, უპასუხა კითხვას, შეიძლება თუ არა ადგილი ჰქონდეს არჩევნებთან დაკავშირებით კანონმდებლობის ცვლილებას.

“ჩვენ მოვუსმენთ ამ კონფერენციაზე საერთაშორისო დამკვირვებლების პოზიციებსა და მოსაზრებებს, და ბუნებრივია, კონფერენციის შედეგებიდან და დასკვნებიდან გამომდინარე, შესაძლოა ბევრ რამეზე ვიფიქროთ, მაგრამ ზოგადად კანონმდებლობაშიც თუ შესაძლებელია რაიმე ცვლილების განხორციელება, ჩვენ ამისთვის ყოველთვის მზად ვართ. ამასთანავე, ერთ-ერთი რაც ოპოზიციასთან მიმართებაშია მნიშვნელოვანი, სწორედ ისაა, რომ ისინი ქუჩიდან ისევ საპარლამენტო ფორმატს დაუბრუნდნენ და ერთად ვიფიქროთ 2020 წლის არჩევნებისთვის კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაზე”, – განაცხადა კახიანმა.

კითხვაზე, თუ რატომ არის მიუღებელი მთავრობისთვის ოპოზიციის მიერ შეთავაზებული „გერმანული მოდელი” უპასუხა, რომ ამას ძალიან მარტივი მიზეზი აქვს.

“ოპოზიციამ ფაქტობრივად თავისი თავიც და ეს პროცესიც ჩიხში მოაქცია, რადგან გვთავაზობენ ისეთ რამეს, რაზეც თავად იციან, რომ უბრალოდ, ამის მიღებას ჩვენ ვერ შევძლებთ და შეუძლებელია, რადგან ეს სამართლებრივადაა შეუძლებელი. „გერმანული მოდელი“ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და ამას ხვდება ფაქტობრივად ყველა, მათ შორის დარწმუნებული ვარ, თავად პატივცემული ოპოზიციის წარმომადგენლებიც, უბრალოდ არ უნდათ ამის აღიარება. ხელისუფლება ბუნებრივია, ვერ მიიღებს ისეთ ცვლილებებს, რომელიც კონსტიტუციასთან იქნება შეუსაბამო”, – აღნიშნა კახიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბიძინა ივანიშვილი – მირჩევნია მებაღე ვიყო, ვიდრე პოლიტიკოსი
Next post დავით უსუფაშვილი – სრულიად აშკარაა, რომ ნიკა მელიას საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებაზე მეტად, პოლიტიკური ინტერესია