მარტი 29, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 12 Second

პრეტენზია არის არა კარასინთან, რომლის პოზიციაც ცნობილია, არამედ საქართველოს მთავრობასთან, რომელიც არ მუშაობს იმაზე, რომ დასავლეთის ლიდერებმა პუტინთან შეხვედრისას საქართველოს საკითხი წამოჭრან ,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადებას, სადაც გრიგორი კარასინი ქართველ კოლეგებს “შესაძლო უსიამოვნო მოულოდნელობების” შესახებ აფრთხილებს.

კანდელაკის თქმით, საქართველომ უარიც რომ თქვას ნატო-ში გაწევრიანებაზე, რუსეთი მაინც არ აღადგენს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

“რუსეთი მსგავს განცხადებებს აკეთებდა ადრეც. ბალტიის ქვეყნებთან მიმართებითაც ზუსტად იგივე გზავნილები ჰქონდა, სანამ ისინი ნატო-ში შევიდოდნენ. მაგალითად, ამერიკის პრეზიდენტი ან გერმანიის კანცლერი რომ ხვდება პუტინს, იმ შეხვედრაზე საქართველოს თემას თავისუფალი ქვეყნების ლიდერები არ წამოჭრიან ხოლმე. რატომ? იმიტომ, რომ ამაზე არ მუშაობს საქართველოს მთავრობა. სულ ცოტა მიუნხენის კონფერენციაზე გამოვიდა პრემიერ-მინისტრი, ჩვენ მას მოვუწოდეთ, მაგრამ მაინც არ დააყენა სანქციების ახალ პაკეტში საქართველოს თემატიკის შეტანის საკითხი. არ მოითხოვა და თუ არ მოითხოვე, როგორ მოგეცემა? რუსეთის მტრული დამოკიდებულება ჩვენს თავისუფლებასთან ცნობილია. ნატო-ში გაწევრიანებაზე საქართველომ უარი რომც თქვას, რუსეთი მაინც არ აღადგენს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და მაინც არ დააბრუნებს ჩვენს დევნილებს. ამიტომ, პრეტენზია არის არა კარასინთან, რომლის პოზიციაც ცნობილია, არამედ საქართველოს მთავრობასთან, რომელიც არ მუშაობს იმაზე, რომ დასავლეთის ლიდერებმა პუტინთან შეხვედრისას წამოჭრან ხოლმე საქართველოს საკითხი,” – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ქართულ მხარეს “უსიამოვნო მოულოდნელობების” შესახებ აფრთხილებს.

“ჩემი მესიჯი არის იგივე. უნდა განვაგრძოთ ურთიერთობების განვითარება და ასევე მინდა გავაფრთხილო ჩემი ქართველი კოლეგები შესაძლო უსიამოვნო მოულოდნელობების შესახებ, ვინაიდან ეს უსიამოვნო იქნება ორივე ქვეყნისთვის”, – განაცხადა “რადიო თავისუფლებასთან” საუბარში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები