მარტი 29, 2024
0 0
Read Time:29 Second

48 ოპოზიციონერის განცხადებას, რომლითაც ისინი „ქართულ ოცნებას“ მიმართავენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია, მმართველი პარტიის წევრები გამოეხმაურნენ.

მათი განცხადებით, საქართველო განაგრძობს დასავლეთთან პარტნიორულ ურთიერთობებს და მსგავსი განცხადება ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ დესტრუქციის მცდელობაა. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, სწორედ „ნაციონალური“ მოძრაობაა ის პარტია, რომელიც საქართველს პარტნიორ ქვეყნებს იმპერიალისტურ იდეებში ადანაშაულებდა.

„რაც შეეხება ანტიდასავლურ პოზიციას, ეს იმ ხალხის ძალიან დიდ რაოდენობას ახასიათებს, რომელიც მხარს უჭერს „ნაციონალურ მოძრაობას“. აშშ-ის ელჩის გაგდებას ითხოვდნენ საქართველოდან და იმპერიალისტურ იდეებში ადანაშაულებდნენ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს. ერთის მხრივ რუსეთიაო საფრთხე და მეორეს მხრივ დასავლეთიო – ამას ქადაგებდა სააკაშვილი“, – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები