გიორგი ვოლსკი მელიაზე: დებატებიდან ნებისმიერი მიზეზით შეიძლებოდა გასვლა, ოღონდ არა იმით, თითქოს ძალადობის ატმოსფეროს ვერ ეგუება ადამიანი, რომლის პარტიამ სადიზმის გაუგონარი მაგალითი მისცა მსოფლიო ისტორიას

Read Time:48 Second

ნებისმიერი მიზეზით შეიძლებოდა გასვლა, ოღონდ არა იმით, რაც თქვა, თითქოს ძალადობის ატმოსფეროს ვერ ეგუება, ადამიანი, რომლის პარტიამ არა თუ ძალადობის, არამედ სადიზმის გაუგონარი მაგალითი მისცა მსოფლიო ისტორიას, საქართველოს უახლესი ისტორიის გარკვეულ პერიოდში, – ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას მიერ დებატების დატოვება.

„ზოგადად დებატები კარგი პრაქტიკაა, ყველა პოლიტიკური სპექტრი იყო წარმოდგენილი და ყველას გარკვეული რაოდენობის მხარდამჭერი ჰყავს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ქალაქსა და ქვეყანაში ერთად უნდა იცხოვრონ ჩვენმა შვილებმა. რაც არ უნდა მწვავე იყოს დებატები, მათი ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის. არ შეიძლება, რომ ძალადობაზე საუბრობდეს პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელიც ცნობილია არა თუ ძალადობით, არამედ სადიზმით რომელიც, ჩვენი უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდს ახასიათებს. ნებისმიერი მიზეზით შეიძლებოდა გასვლა, ოღონდ არა იმით რაც თქვა, რომ თითქოსდა ძალადობის ატმოსფეროს ვერ ეგუება, ადამიანი, რომლის პარტიამ არათუ ძალადობის, არამედ სადიზმის გაუგონარი მაგალითი მისცა მსოფლიო ისტორიას საქართველოს უახლესი ისტორიის გარკვეულ პერიოდში. დებატები საინტერესო იყო ნამდვილად, ბევრი კანდიდატი იყო, ესეც აღსანიშნავია, თუმცა სურათი მთლიანობაში კარგად დაიხატა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რომან გოცირიძე დმანისის ინციდენტზე: წინასაარჩევნოდ დააკავებენ დამნაშავეს და შემდეგ გამოუშვებენ
Next post ნათია თურნავა: აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,51%-დან 8,5%-მდე გაზარდა