გიორგი ვოლსკი: ვფიქრობ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიყენა ამ გაერთიანების სხვადასხვა სუბიექტი და ახლა თავის პოლიტიკას ავითარებს

Read Time:32 Second

რა შანსებიც ჰქონდა ოქრიაშვილს და გაერთიანების დანარჩენ სუბიექტებს, იგივე შანსები დარჩათ. უბრალოდ, ოქრიაშვილს დაუბრუნდება ის დროშა, რომელსაც 5 ნომერი ეწერა. ეგ არის განსხვავება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ კახა ოქრიაშვილის პარტიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დადებული მემორანდუმის შეფასებისას განაცხადა.

„საზოგადოებას რა დამოკიდებულებაც აქვს მთლიანად ამ გაერთიანებასთან, მათ შორის ცალკე ოქრიაშვილთან და „რესპუბლიკურ პარტიასთან“ ეს, რასაკვირველია, ამ გაერთიანებით არ შეიცვლება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვფიქრობ, გამოიყენა ამ გაერთიანების სხვადასხვა სუბიექტი და ახლა თავის პოლიტიკას ავითარებს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და კახა ოქრიაშვილის პარტიამ „პროგრესი და თავისუფლება“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლითაც ოქრიაშვილის პარტია კოალიციას „ძალა ერთობაშია“ შეუერთდა. ამავე პარტიაში გაწევრიანდა ცეზარ ჩოჩელი, რომელიც მცხეთის სამაჟორიტარო ოლქში იყრის კენჭს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენი უდიდესი სურვილია, ქუთაისს ჰქონდეს სპორტული მიღწევები სპორტის ყველა სახეობაში
Next post ლაშა ნაცვლიშვილი: როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ ოჯახის, მშობლების, შვილის, სამშობლოს სიყვარული, პატივისცემა და მასზე ზრუნვა ავადმყოფობაა, ეს არის მისი ფსიქიკის დიაგნოზი