აპრილი 19, 2024
0 0
Read Time:42 Second

ვერ შევეგუეთ აზრს, რომ ჩვენი მოქალაქეები – აფხაზები და ოსები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, – აცხადებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ვოლსკი.

„მინდა ყველას, ვინც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს, აქედან შევუთვალო დიდი მოკითხვა, პატივისცემის დასტური და მზადყოფნა იმისთვის, რომ საკითხები მოვაგვაროთ მშვიდობიანად, საერთო ჩართულობითა და ენერგიით. ვერ შევეგუეთ იმ აზრს, რომ ჩვენი ტერიტორიები, ჩვენი მოქალაქეები – აფხაზები და ოსები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. იქ არსებობს ადმინისტრაცია, რომელმაც იქედან რაც არ უნდა სიკეთე შემოგვითვალოს, მაინც არის ის, რასაც საოკუპაციო რეჟიმის გავლენის ქვეშ მყოფი სტრუქტურა ჰქვია. არც იმათ აქვთ დიდი ფართობი და შესაძლებლობები, რომ ხელი გაანძრიონ და დამოუკიდებლად იმოქმედონ. ხშირ შემთხვევაში, ოკუპაციასთან მიმართებაში ჩვენ უფრო ასეთი დამოკიდებულება გვაქვს: – შევხვდეთ, დაველაპარაკოთ, გავცვალოთ აზრები. ძალიან ბევრი წინააღმდეგობაა. ჩვენ მივიღეთ კანონები, რომ ამ წინააღმდეგობებს გვერდი ავუაროთ”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხთა კომისიის დღევანდელ სხდომაზე შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს მოუსმინეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები