გიორგი ვოლსკი დავით გარეჯის საკითხზე: ფაქტია, რომ დოკუმენტები, რომლებიც გამოიყენეს მოლაპარაკებისას, სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში, არ იყო ადეკვატური იმ ისტორიული რეალობისა

Read Time:1 Minute, 1 Second

ფაქტია, რომ ადვოკატებიც, სამწუხაროდ, ჩართულები არიან პოლიტიკურ თამაშებში, რათა თავიანთი ჰონორარი გაამართლონ. ფაქტია ისიც, რომ დოკუმენტები, რომლებიც გამოიყენეს მოლაპარაკებისას, სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში, არ იყო ადეკვატური იმ ისტორიული რეალობისა, რასაც ჰქვია დავით გარეჯის საქართველოს შემადგენლობაში არსებობა, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფების ადვოკატების განცხადებებს.

მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც, თუ არანაირი დოკუმენტი არ იქნებოდა ხელისუფლებას, მაინც არ უნდა დაეთმო პოზიცია და ის უნდა ეძებნა.

„საერთოდ არანაირი დოკუმენტი რომ არ ყოფილიყო, არ უნდა დაეთმო ხელისუფლებას პოზიცია და უნდა ეძებნა ის, რის მოძებნაც მოხერხდა ბოლო პერიოდში, ამაზე ილაპარაკა ირაკლი ღარიბაშვილმა, სავსებით გამჭვირვალედ, სრული ინფორმაცია წარმოადგინა, მაგრამ არავინ რომ არ ილაპარაკოს ამ თემაზე, საოცარია იმისთვის ბრძოლა, რომ ეს ტერიტორია, გინდა თუ არა, აზერბაიჯანს ეკუთვნის და სამწუხაროდ, ადვოკატებიც ჩართული არიან ამ ბრძოლაში იმ მხარის პოზიციებიდან, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოსი არ არის დავით გარეჯი“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.​

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი იონათამიშვილი კუბილიუსის განცხადებაზე: სინამდვილეში მსგავსი მიდგომა „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს დავით გარეჯის მიმართ
Next post არჩილ თალაკვაძე: ადამიანი, როგორც მთავარი ღირებულება, იყო, არის და იქნება „ქართული ოცნების“ ყურადღების ცენტრში