გიორგი ვოლსკი აზარტული თამაშების რეგულირებაზე – ფრთხილად უნდა მიდგომა ყველაფერს, ჩაკეტავ და გადავა იატაკქვეშ

Read Time:1 Minute, 14 Second

ჩამოყალიბებულია კანონპროექტი, არის მიდგომები, სწორი ხედვა. ყველასთვის მისაღებია და მნიშვნელოვანია. ჩვენი ქვეყნიდან უკონტროლოდ გაედინება ვალუტა, თანხა და არ არის კონტროლი საგადასახადო სისტემაზე. ეს მოგვარდა. მეორე სოციალური ნაწილია, რომელიც უნდა მოგვარდეს. მზად არის ყველაფერი, დევს. ამიტომ, მუშაობაა საჭირო და მუშაობას ვერ შეცვლის ეს ემოციური განცხადებები, რომელიც თითქოს რაღაც პოლიტიკურ სპეკულაციაში გადადის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვის შესახებ კანონპროექტზე იმსჯელეს.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, არსებობს მთავრობასთან საკონსულტაციო ჯგუფი და მზადაა დოკუმენტი, სადაც ყველას წინადადებები გათვალისწინებულია.

„ამ თემას აქვს ორი ნაწილი – ერთი არის საბიუჯეტო ზედამხედველობა და კონტროლი და შეიძლება, მომავალში გატანაზე და ლოკაციის შეცვლაზე ვისაუბროთ. რეკლამა არც მე არ მომწონს – შემოდიხართ და საქართველო, ასეთი დიდი კულტურის, დიდი წარსულის, არაჩვეულებრივი გარემოსა და ხალხის ქვეყანა წარმოდგენილია, როგორც გემბლინგის ადგილი, მაგრამ ეს ყველაფერი წერია კანონპროექტში და ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარე აწარმოებს ინტენსიურ მოლაპარაკებას. არ არის ისე, რომ აიღო და ჩაკეტო. ჩაკეტავ და გადავა იატაკქვეშ და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება, ისე, როგორც იატაკქვეშ გადავიდა ამერიკაში თავის დროზე ალკოჰოლის გაყიდვა და მაფიოზური სისტემა ჩამოყალიბდა. ფრთხილად უნდა ყველაფერს მიდგომა, როგორ შეიძლება ყველაფერზე ასეთი განცხადებების გაკეთება და კიდევ მიანიშნო და ხალხი გააღიზიანო, რომ ვითომ ამის ინტერესი ვინმეს გააჩნდეს. ამ საკითხზე ვმუშაობთ, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, არსებობს მთავრობასთან საკონსულტაციო ჯგუფი. ჯგუფის არსებობა თავისთავად არაფერია, თუ დოკუმენტი არ დევს. დოკუმენტიც დევს, ყველას წინადადებები გათვალისწინებულია. რეგულირებაა საჭირო ისეთი თემის, რომელსაც როგორც კი ჩაჭრი, გადავა ისეთ სუბსტანციაში, რომელსაც ვეღარც ჩაჭრი და იქით შეიძლება, ხელი მოგაჭრას, თუ თავი არა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილი: ჩემი ოჯახისთვის КГБ -სთან რაიმე სახის შეხება სირცხვილად ითვლებოდა
Next post ფასილიტატორი ელჩების მერე, ოპოზიციას საკუთარმა ლიდერმა მიმართა კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების მოწოდებით