მარტი 28, 2024
0 0
Read Time:30 Second
ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, ერთპარტიული ავტოკრატიით ვერ გახდება ევროპული თანამეგობრობის ნაწილი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
 
გიორგი ვაშაძე ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ნატალია საბანაძის მიერ თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა.
 
„თანამდებობა დატოვა ევროპაში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა და პირდაპირ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ პოლიტიკური კრიზისი და ერთპარტიული ფასადური დემოკრატია პირდაპირ აისახება ევროპასთან და ამერიკასთან ჩვენს ურთიერთობებში.
 
ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, ერთპარტიული ავტოკრატიით ვერ გახდება ევროპული თანამეგობრობის ნაწილი. ეს უფრო სხვა სამყაროსკენ გაკეთებული ღია არჩევანია, რომლისგანაც თავის დაღწევას ათწლეულებია, ვცდილობთ.
 
საქართველოს არ აქვს კრიზისის გრძელვადიანად გაგრძელების შესაძლებლობა, რადგან კრიზისში დაკარგული ყოველი დღე კიდევ უფრო მეტად გვაშორებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები