გიორგი ვაშაძე: საპარლამენტო მანდატების კიდევ ერთხელ შეჩერებაზე განცხადების შეტანა არასერიოზულია

Read Time:37 Second

სათამაშო არაა ეს პროცესი, რომ ისევ დავწეროთ განცხადება პარლამენტის მანდატების შეჩერებაზე და ისევ უარი გვითხრან, ერთდღიანი ნიუსებისთვის ხომ არ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ჩემი აზრით არასერიოზულია ასეთი ქმედება ჩვენი უცხოელი პარტნიორების თვალში. მე არ ვაპირებ ამ თამაშებში მონაწილეობის მიღებას. ხომ უნდა განვსაზღვროთ, რომ დავწერეთ განცხადება, უარი გვითხრეს და მერე რა? მე ასე არ ვფიქრობ, ცოტა სხვაგვარი მიდგომა მაქვს. სერიოზულობა მნიშვნელოვანია და ისიც რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორების თვალში არ ვიყოთ დესტრუქციულები“, – აღნიშნა ვაშაძემ.

ამასთან, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ არ სურს უცხოელმა პარტნიორებმა იფიქრონ, რომ მათ ერის მხრივ მედიაციას სთხოვს, ხოლო მეორეს მხრივ პოლიტიკურ ხრიკებს იყენებს.„დღეს ოპოზიციას სოლიდური სახე აქვს პარტნიორების თვალში. ჩვენ ამას მივაღწიეთ და არ მინდა ეს მონაპოვარი ხელიდან გავუშვათ“, – აღნიშნა ვაშაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე: ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნას დაუსაბუთებელი მოთხოვნა კი არა, წესების დაცვა სჭირდება
Next post სალომე ზურაბიშვილი დოჩანაშვილიზე: საქართველო კიდევ ერთ გამორჩეულ შვილს ემშვიდობება