მარტი 29, 2024
0 0
Read Time:50 Second

როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გავხდები, ჩემი ამოცანა იქნება, რომ ყველა ადამიანი, ვისაც პირადი ცხოვრებით შანტაჟის მცდელობა მაინც ექნება, უმკაცრესად იქნება დასჯილი სამართალდამცავი უწყებების და ხელისუფლების მხრიდან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისი თანაგუნდელის მიმართ განხორციელებულ შესაძლო მუქარაზე ისაუბრა.

ვაშაძის განცხადებით, „არჩევნები ახლოვდება და როგორც ჩანს, არიან ჯგუფები, რომლებიც პირადი ცხოვრებით შანტაჟს არ მოერიდებიან“.

„მე თითოეულ მათგანს ვაფრთხილებ, ხელი არ წაგიცდეთ მსგავს ქმედებაზე, რომელიც არის უკანონობა და უმკაცრესი რეაგირება იქნება ჩვენი მხრიდან. როგორც კი გავხდები ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ჩემი ამოცანა იქნება, რომ ყველა ადამიანი, ვისაც პირადი ცხოვრებით შანტაჟის მცდელობა მაინც ექნება, უმკაცრესად დაისჯება სამართალდამცავი უწყებების და ხელისუფლების მხრიდან. დღეს ნახსენები ფაქტი შეეხება ჩვენი ერთ-ერთი თანაგუნდელის პირად ცხოვრებას, გამოგონილია, თუ არ არის განოგონილი ამას მნიშვნელობა არ აქვს. საუბარია, პირად ცხოვრებაზე, რომ რაღაც გამოქვეყნდება, ვიღაცა ვიღაცას გადაუგზავნის. ჩვენ ვერ ვსაუბრობთ საჯაროდ, რადგან მისი პერსონალური ინფორმაციაა და არ გვაქვს უფლება დავარღვიოთ ეს საკითხი. გარკვეული ადამიანები ახორციელებენ შანტაჟს, ვისაც აქვს ჩანაწერებთან წვდომა, შესაბამისად, ჩვენი ეჭვია, რომ კავშირი არის მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებთან“, – განაცხადა ვაშაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები