გიორგი ვაშაძე: დღემდე ვერ ვხვდები, რატომ გამოუცხადეს თავის დროზე მიშელის დოკუმენტს ბოიკოტი გარკვეულმა პოლიტიკურმა პარტიებმა
სექტემბერი 14, 2021
0
0
Read Time:21 Second
შარლ მიშელის დოკუმენტი იყო ისტორიული შეთანხმება და დღემდე ვერ ვხვდები, რატომ გამოუცხადეს თავის დროზე მას ბოიკოტი გარკვეულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„შარლ მიშელის დოკუმენტში ნამდვილად წერია 43% და ამ პუნქტს ძალაში ტოვებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომელთა გარანტიითაც ეს დოკუმენტი იყო ხელმოწერილი. ეს იყო ისტორიული დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ და დღემდე ვერ ვხვდები, რატომ გამოუცხადეს თავის დროზე მას ბოიკოტი გარკვეულმა პოლიტიკურმა პარტიებმა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge
ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში
კონტაქტი-
☎️ 557 13 16 73