მარტი 29, 2024
0 0
Read Time:48 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკითხვაზე ორჯერ მაინც იმყოფებოდა.

გახარიას თქმით, ბევრი კითხვა იქნება, თუმცა მისთვის მთავარია, რომ 20 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდეს დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა.

„ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ორჯერ ნამდვილად ვარ ნამყოფი დაკითხვაზე. სამწუხაროდ, უკვე 8 თვე გავიდა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრი აღარ ვარ და რაღაცები მეხსიერებაში, ხომ იცით, იშლება. 20 ივნისთან დაკავშირებით უამრავი სხვადასხვა კითხვა იქნება, ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით… ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი. ეს ჩემთვის არის მეორე ხარისხოვანი. არ არის ჩემთვის მთავარი, ჩემთვის მთავარი არის ის, რომ 20 ივნისს ერთი წელი გავა, ორი წელი გავა, თუ ბევრი წელი გავა ამის შემდგომ, ეს იყო ქმედება, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდეს დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა.

ეს იყო პარლამენტზე შტურმი, სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მისმა თითოეულმა თანამშრომელმა, მთლიანად სამართალდამცავმა სისტემამ არ დაუშვა. ეს იყო მათი მოვალეობა, რაც მათ უნდა გაეკეთებინათ და მათ ეს გააკეთეს“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები