მარტი 29, 2024
0 0
Read Time:36 Second

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენ და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს შორის, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში, კოოპერირება იყოს სულ უფრო ეფექტური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც ეხება ტერორიზმის შესახებ 2019 წლის მონაცემებს, საქართველოს სპეციალური სამსახურების ქმედითუნარიანობა უაღრესად მაღალი ხარისხით არის შეფასებული.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ფუნქცია რეგიონში, ეს ფუნქცია, პირველ რიგში, არის უსაფრთხოება და სიმშვიდე. ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან იძენს უფრო მეტ დატვირთვასა და შინაარსს“, – განაცხადა გახარიამ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებია შეფასებული.  დოკუმენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული ინციდენტებისა და გამოძიების საკითხებში წამყვან უწყებადაა დასახელებული.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები