მარტი 29, 2024
0 0
Read Time:29 Second

მესტია უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი არგუმენტი. ამიტომ, მთაში მიგრაციული პროცესები ნელ-ნელა შეჩერდა და ადამიანები მთას უბრუნდებიან, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მესტიაში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენისას.

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ყველგან – მთაშიც, ბარშიც, თბილისშიც, მესტიაშიც, ბათუმშიც, რუსთავშიც ახალგაზრდებს ჰქონდეთ ერთი და იგივე შესაძლებლობები, ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებს ჰქონდეთ ერთნაირი შესაძლებლობები – როგორც საპენსიო, ჯანდაცვის მიმართულებით, არ უნდა იყოს სხვაობა. ეს იქნება ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული საქართველო, სადაც სვანეთისმაგვარი კუთხეები იმ მრავალფეროვნებას შეიტანენ არამხოლოდ საქართველოს გამდიდრებისთვის, არამედ ევროპის გამდიდრებისთვის. მე ვიცი, რომ ეს თქვენ, ყველას შეგიძლიათ“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები