გიორგი გახარია – მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია ინსტიქტებით მართული ხდებით, რასაც ისტერიკამდე მიყავხართ, ცოტა თავს გაუფრთხილდით, მე თქვენზე ვზრუნავ

Read Time:35 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიმ პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებს ემოციების მოთოკვა ურჩია.

გახარიას თქმით, საჭიროა ეფექტიანი ოპონირება და არა ისტერიკა.

„პრობლემა რა არის იცით, კითხვის ნორმალურად დასმა უნდა ისწავლოთ და ცოტა ემოციები მოთოკოთ. პრობლემა არ არის, გეუბნებით, აგერ ვარ. აგერ, ხალხი კინაღამ შარვლებიდან ამოხტა, ნერვიულობთ. საერთოდ, იცით, პრობლემა რა არის? გულწრფელად გეუბნებით, ბოლო-ბოლო ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ჩვენი ოპოზიცია ინსტიქტებით მართული ხდებით და ამ ინსტიქტებს მიყავხართ ისტერიკამდე. გაუფრთხილდით ცოტა თავს, კაცო, ვზრუნავ მე თქვენზე, მართლა გეუბნებით.

ჩვენ ძალიან გვჭირდება ეფექტური ოპოზიცია და ოპონირება, ისტერიკა კი არ გვჭირდება, გვჭირდება ნორმალური, არა ინსტიქტებით, ობიექტურად და გონივრულად მართული, ასე კი არა ყვირილით – მატყუარა ხარ. თქვენ გგონიათ, მე მაგით შეურაცხყოფას მომაყენებთ? ივარჯიშეთ, ივარჯიშეთ, ეტყობა ის ერთი დღე არ გეყოთ“, – მიმართა გახარიამ ოპოზიციას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია – ყველა ვთანხმდებით, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში მდგრადობის შენარჩუნებისთვის გარკვეული ცვლილებები და აუცილებელი იყო
Next post გიორგი გახარია ოპოზიციას: თქვენ მე შეურაცხყოფას ვერ მომაყენებთ, თქვენი ხმამაღალი საუბარი და ემოციები ჩემთვის არაფერს ნიშნავს