აპრილი 18, 2024
0 0
Read Time:28 Second

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თურქეთის სანაპირო დაცვის სარდალს, კონტრ-ადმირალ აჰმედ ქენდირს შეხვდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის უწყებებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

გიორგი გახარიამ სტუმარს სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, ასევე უწყების პრიორიტეტები გააცნო. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოს სანაპირო დაცვისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა.

ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის სანაპირო დაცვის სარდალი, კონტრ-ადმირალი აჰმედ ქენდირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსს, თემურ კეკელიძეს და ერთობლივი კომისიის წევრებსაც შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები