გიორგი გახარია: თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები პირბადით, დისტანციის დაცვით პრიორიტეტია, რომელსაც არ და ვერ გავაჩერებთ

Read Time:37 Second

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და ამ პროცესს საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესი კომპონენტია წესების დაცვა.

„ჩვენ უნდა გავიკეთოთ პირბადე და დავიცვათ სოციალური დისტანცია პირველ რიგში, რადგან ჩვენი ეკონომიკისა და სამუშაო ადგილების აღდგენა სხვებთან შედარებით იყოს უფრო სწრაფი. ამ პროცესს რამოდენიმე კომპონენტი ემატება, სადაც პირველია საარჩევნო პროცესი, რომელსაც მიუხედავად ზოგიერთი ვაიექსპერტის მოწოდებისა, ხელისუფლება არ გააჩერებს. ესაა ხელშეუხებელი პროცესი და ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები პირბადით, დისტანციის დაცვით ეს არის პრიორიტეტი. საქართველომ მსოფლიოს უნდა აჩვენოს, რომ ასეთ მდგომარეობაშიც შესაძლებელია ნორმალური ცხოვრების გაგრძელება. უნდა ვაჩვენოთ, რომ ქვეყანა, მთავრობა, მოქალაქე, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზაციები ზედმიწევნით იცავენ წესებს და აქვთ დისციპლინის მაღალი ხარისხი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას: “ოცნება”-ს; ენმ-ს ; ევროპული საქართველო-ს; ლელო-ს;
Next post იოსებ ხახალეიშვილმა მზესუმზირის ქარხანა “მაკნატუნაში” დასაქმებულებს სამომავლო გეგმები გააცნო