მარტი 29, 2024
0 0
Read Time:40 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსში ხორვატ კოლეგას, ანდრეი პლენკოვიჩს შეხვდა. საუბარი შეეხო ევროპული ინტეგრაციის პროცესში საქართველოსა და ხორვატიას შორის თანამშომლობას, ასევე – აღმოსავლეთ პარტნიორობის მომდევნო სამიტს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნორობის მომავალთან დაკავშირებით ახალ ხედვას შეიმუშავებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ სამიტი ევროკავშირის საბჭოში ხორვატიის პრეზიდენტობის პერიოდში იმართება.

„მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოლოდინებზე და განიხილეს სამიტისთვის მზადების პროცესი. პრემიერ-მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები პირადად არიან ჩართული აღმოსავლეთ პარტნიორობის ივნისის სამიტის აქტიურ სამზადისში.

გიორგი გახარია ხორვატ კოლეგას ესაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა,“-ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით არსებულ მნიშვნელოვან პოტენციალს და მისი ათვისების კუთხით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები