გივი მიქანაძე: „ნაცმოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარე უკვე ფორმალობას წარმოადგენს

Read Time:56 Second

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს კონკრეტული დღის წესრიგი. ვხედავთ, თავის მომხრეებში და იმ პარტიაში, რომლის ბელადადაც ის ითვლება, ის ახორციელებს ამ დღის წესრიგს და ვხედავთ იმას, რომ პარტიის თავმჯდომარე იქ უკვე ფორმალობას წარმოადგენს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მასთან დაკავშირებულ ძალებთან, მათ შორის გიორგი გახარიას პარტიასთან თანამშრომლობას „ქართული ოცნება“ არ აპირებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობა ოპოზიციის კონსტრუქციული და ჯანსაღი ჩართულობით რომ ხორციელდებოდეს. თუმცა ისეთ რადიკალურ ფრთასთან, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი შენაერთები, რა თქმა უნდა, კოალიცია იქნება წარმოუდგენელი. გახარიასთან როგორ შეიძლება რაიმე კოალიციაზე ან თანამშრომლობაზე საუბარი, როდესაც ჩვენ არაერთი მტკიცებულება წარმოვადგინეთ იმის თაობაზე, რომ ეს ადამიანი თავის გუნდთან ერთად პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამდა წყალს. მათ აქვთ რამდენიმე საკრებულოში შესაძლებლობა, რომ ვისთანაც კოალიციაში შევლენ, მასთან ერთად შექმნან ერთგვარი ალიანსი და ჩვენ ვხედავთ პირდაპირ კავშირს, რომელიც აქამდეც არსებობდა. ეს ორი პარტია ერთ თამაშს თამაშობს და ისინი საკუთარ ინტერესებზე არიან ორიენტირებული. ასეთ ძალებთან რაიმე კოალიციაზე საუბარი ძალიან რთული იქნება. ჩვენ ვხედავთ, რომ სადაც მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, ისინი შეეკრნენ „ნაციონალურ მოძრაობას” და ადგილობრივ თვითმმართველობაში, საკრებულოს კონტექსტში უმრავლესობა მათ გადაწყვიტეს „ნაციონალების“ სასარგებლოდ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კურტანიძე-ადამიანი, რომელიც ერისთვის ცხოვრობს, ბიძინა ივანიშვილმა დაამტკიცა თავის ცხოვრებით, რომ ის ერის რჩეული ადამიანია
Next post ტრამპი: გერმანია რუსეთის მძევალია – თავის დროს ანგელა მერკელს თეთრი დროშა ხუმრობით მივეცი და ვუთხარი, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობას რუსეთის წინაშე კაპიტულაცია მოჰყვებოდა