გივი მიქანაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

Read Time:32 Second

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, გივი მიქანაძემ, ბერნში, 5-6 სექტემბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

გივი მიქანაძემ სხდომაზე ანგარიში შუამდგომლობაზე – “კოვიდ 19-ის გავლენა ევროპის ციხეებში პატიმრებზე” რეზოლუციისა და თანდართული ანგარიშის პროექტის მომზადების თაობაზე წარადგინა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრის მოწვევით, განხილვაში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა – მარსელო აებიმ (ლოზანას უნივერსიტეტის პროფესორი), ჰანს ვოლფმა (წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი) და ტრიონა ლენიჰანმა (ციხის საერთაშორისო რეფორმის ლონდონის სათავო ოფისის წარმომადგენელი).

ექსპერტების მოხსენებები და მოწოდებული ინფორმაცია რეზოლუციისა და თანდართული ანგარიშის საბოლოო სამუშაო ვერსიის შემუშავების დროს იქნება გამოყენებული.

ქვეკომიტეტის წევრებმა დოკუმენტის მომზადებასთან დაკავშირებით გივი მიქანაძის მიერ გაწეული სამუშაო დადებითად შეაფასეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პაატა მანჯგალაძე: არსებული პრაქტიკა, რომლითაც მოხდა წინა ორი სახალხო დამცველი შერჩევა, არ უნდა შევცვალოთ
Next post არჩილ თალაკვაძე: ივანიშვილმა დემოკრატიული არჩევნების გზით შეცვალა „ნაცმოძრაობის“ მოძალადე ხელისუფლება, ადამიანებს დემოკრატიის ხელშეწყობისთვის არ ასანქცირებენ