მარტი 29, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 0 Second

ხვალინდელი აქციის გაუქმების გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმ პროცესით, რომელიც ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მედიაციით მიმდინარეობდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩავარდნილი მოლაპარაკება არამარტო კრიზისის გაღრმავებას ნიშნავს, არამედ ნიშნავს სილის გაწვნას პარტნიორების მიმართ.

„სამწუხაროდ, გუშინდელი დღე არ იყო დიდი პოლიტიკური მოვლენა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. „ქართულმა ოცნებამ“ ჩაშალა მოლაპარაკება, რომელსაც პოლიტიკური კრიზისი უნდა განემუხტა. შედეგად მივიღეთ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა. დღეს საზოგადოების უდიდეს ნაწილს უკვე აღარ ეპარება ეჭვი, რომ გუშინდელი ჩავარდნილი მოლაპარაკებები ივანიშვილის მხრიდან ატარებს გეოპოლიტიკურ ხასიათს, რადგან ჩავარდნილი მოლაპარაკება არამარტო კრიზისის გაღრმავებას ნიშნავს, არამედ ნიშნავს სილის გაწვნას ჩვენი პარტნიორების მიმართ“, – განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, ახლა საჭიროა ისეთი აქციებისთვის მომზადება, რომლის შედეგიც იქნება რიგგარეშე არჩევნები.

„აქციების მთავარ მოთხოვნებად რჩება რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, გაცილებით უფრო ღრმა და ფართო სახეს იღებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეუქმებინა ხვალინდელი აქცია. ეს განპირობებული და ნაკარნახევი იყო იმ პროცესით, რომელიც ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მედიაციით მიმდინარეობდა. ამავე დროს, ვფიქრობთ, გაცილებით სხვა ხარისხისა და სხვა დონის მომზადებაა საჭირო ისეთი აქციებისთვის, რომლის შედეგიც იქნება რიგგარეშე არჩევნები. სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, დროში გაწელილი გეგმით წარვდგეთ საზოგადოების წინაშე და ხვალ 12:00 საათზე ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც ხედავს, რომ ეს ბრძოლა უკვე ეგზისტენციალური ხასიათისაა, გამოვაცხადებთ სამოქმედო გეგმას, თარ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები