მარტი 28, 2024
0 0
Read Time:37 Second

სრული კონსენსუსია იმაზე, რომ ნორმალური – ამ ძალიან არანორმალურ ვითარებაში, რბილად რომ ვთქვა – განვითარება იქნებოდა, რომ ღარიბაშვილისნაირი ფიგურა არც პრემიერ-მინისტრი იყოს და არც მოლაპარაკებებზე იყოს. მიუხედავად ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი კონსენსუსია მთლიანად ოპოზიციაში იმ განსხვავებების მიუხედავად, რაც აქამდე დაფიქსირდა, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ჩვენ არ მივცემთ საბაბს ივანიშვილის რეჟიმს, რომ ღარიბაშვილის საკითხის გამოყენებით, დააბრალოს ოპოზიციას მოლაპარაკებების ჩაშლა, თუ აქამდე მივა საქმე. გარწმუნებთ, რომ ტაქტიკური განსხვავებების მიუხედავად, რომელიც აქამდეც დაფიქსირდა, მოვახერხებთ იმის გაკეთებას, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება ჩვენი მხრიდან, პრეზიდენტ მიშელის მიერ მოხაზულ საკითხებზე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სამომავლო გეგმების განსახილველად, დღეს ოპოზიცია კიდევ ერთხელ შეიკრიბა. დიალოგში მოქმედი პრემიერის ჩართულობაზე კითხვის ნიშნები ოპოზიციამ მას შემდეგ დასვა, რაც გავრცელდა ფარული ჩანაწერები, რომლის ნამდვილობა ჯერ დადგენილი არ არის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები