გიგა ბოკერია: დაგეგმილ აქციებს დღევანდელი აქციის ფორმა არ ექნება

Read Time:28 Second

გუშინდელი დღის შემდეგ, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი ზღვრები დაადგინა და საკითხების ნუსხა შემოგვთავაზა შარლ მიშელმა, დღეს უკვე ვხედავთ პირველი მცდელობებს საბაბების პოვნის, რომ ამ შანსებს პრობლემები შეუქმნან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დაგეგმილ აქციებზე საუბრისას კი გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ მათ დღევანდელი აქციის ფორმა არ ექნება.

„დღევანდელი აქცია იყო სრულიად ლეგიტიმური და მშვიდობიანი, ოღონდ ვხედავთ, რომ ამის გამოყენება ხდება საერთაშორისო ასპარეზზე და ქვეყნის შიგნით. სწორედ ამ საბაბს მოვუსპობთ იმით, რომ იმხელა დისტანციას დავიცავთ, ეს საბაბი მათ აღარ ჰქონდეთ. ამას პოლიტიკური პარტიების სახელით ვამბობ“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ზალკალიანი: ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს, ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, რაც შარლ მიშელის ვიზიტმა დაადასტურა
Next post თაკო ჩარკვიანი: მეკითხებიან, ხომ არ არის პრობლემა ჩარკვიანსა და ბურჯანაძეს შორის – რას ბრძანებთ, პრობლემა არის საქართველოსა და რუსეთს შორის