მარტი 28, 2024
0 0
Read Time:32 Second

სააკაშვილს უნდა უმკურნალონ, მაგრამ ეს ადამიანი თვითდაზიანებას ეწევა ყოველდღიურად და ამ თავისი მდგომარეობით აშანტაჟებს სრულიად ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს დაცული.

„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, მისი სიცოცხლე იყოს დაცული. ყველაფერს გააკეთებს ამისთვის იუსტიციის სამინისტრო, პენიტენციური სისტემა და ექიმთა ის კორპუსი, რომელიც ახლა ამ ადამიანს კვალიფიციურად უვლის და მკურნალობს.

ის საავადმყოფოშია, ესე იგი, არის იმის საფუძველი, რომ საავადმყოფოში იყოს. საავადმყოფოში არიან ავადმყოფი ადამიანები, ანუ, მას უნდა უმკურნალონ, მაგრამ ეს ადამიანი თვითდაზიანებას ეწევა ყოველდღიურად და ამ თავისი მდგომარეობით აშანტაჟებს სრულიად ქვეყანას“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები