აპრილი 18, 2024
0 0
Read Time:36 Second

ოპოზიციის ულტიმატუმია, რომ ხელისუფლებამ „თავზე ნაცარი წაიყაროს“ და აღიაროს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არსებობენ, ხოლო არჩევნები იმდენჯერ ჩატარდეს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ აირჩევენ და ჩაის პარლამენტის ტრიბუნიდან არ დალევს – ამ ულტიმატუმის მიღმა არაფერი დგას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გუშინ გამართულ შეხვედრაზე თანამდებობების გადანაწილების თაობაზე მსჯელობა არ ყოფილა და საფუძველი არ აქვს იმას, რაც ამ საკითხზე შალვა ნათელაშვილმა თქვა.

„ერთმანეთის დადანაშაულება შეიძლება, მაგრამ საზოგადოება არ არის ბრმა, როგორც ზოგიერთს ჰგონია. ყველა ხედავს რა მოხდა. ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ევროკავშირის დროშიც რაღაც აქციებს შეუერთდნენ, უნდა დაფიქრდნენ, რა პოზიცია აქვს ევროკავშირს. დაფიქრდნენ იმ დამოკიდებულებაზე, რაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს პროცესის მიმართ გააჩნიათ. ვინც ამას სიღრმისეულად გააანალიზებს, ბევრი ადამიანი, ვინც ოპოზიციას უჭრეს მხარს, აქციაში მონაწილეობას გადაიფიქრებს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები