მარტი 28, 2024
0 0
Read Time:35 Second

გუბაზ სანიკიძე მიჩანჩალებს და უნდა, იმ პროცესებს დაეწიოს, რომელიც ჩალაძემ დააანონსა – რევოლუცია, შეჯახება. იქ ვიღაც ტანკისტებიც გამოჩდნენ, თურმე ქვეყანას უნდა გადაუარონ ტანკებით და თან აფხაზეთიდან უნდა შემოვიდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკის თქმით, საქართველოში ასეთი სცენარი ვერ განვითარდება.

„ასეთ დამანგრეველ პროცესებს არც სახელმწიფო დაუშვებს და არც ხალხი. ფაქტია, რომ დღეს შეფარული საუბარი აღარ არის, რადგან „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან უკვე სააშკარაოზე გამოსვლის პროცესს აქვს ადგილი. „ნაცმოძრაობის“ მთელი სპიკერატი საუბრობს, რამდენად დემოკრატები არიან და პროდასავლურები, დღეს კი, ყველა ამ პრინციპის უგულებელყოფით აცხადებენ, რომ მათი მთავარი მიზანი – ომია. რასაკვირველია, ამაზე შეიძლება გავიცინოთ და დავცინოთ, მაგრამ სამწუხაროა, რომ საქართველოში ომის პარტიის რაღაც ფრთა ჩამოყალიბდა, რომელსაც თუ არა უსამშობლო მოღალატეები, სხვა არაფერი ეწოდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები