გია ვოლსკი: არავითარი ფატალური შედეგი არ დადგება – მიხეილ სააკაშვილი თუ ვაჟკაცია, დამსახურებულ სასჯელს გაუძლოს და შემდეგ გამოვიდეს პოლიტიკურ ასპარეზზე

Read Time:1 Minute, 34 Second

„როგორ შეიძლება, მკურნალობასთან დაკავშირებით ყველაფერი სწორად მიდიოდეს, როდესაც მთავარი ექიმი აცხადებს, რომ პაციენტი მკურნალობაზე უარს ამბობს. სააკაშვილი უარს აცხადებს არა მხოლოდ მკურნალობასა და ექსპერტიზაზე, უფრო მეტიც, გაკეთებული აქვს კუჭის რეზექცია. რამდენიმე დღეა, შიმშილობს და, რასაკვირველია, ნეკნიც გამოჩნდება და შეიძლება, სხვა ძვალიც გამოუჩნდეს. ეს ყველაფერი იკრიბება ერთ დიდ კალათაში, რომელსაც პიართაღლითობა ჰქვია, რაშიც უშველებელი თანხაა გადახდილი, ხოლო გადახდილი თანხის სანაცვლოდ, იბეჭდება სტატიები იმის შესახებ, რომ ადამიანი მოწამლულია.” – – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

“აქედან გამომდინარე, რეალური სურათი შეიძლება, აბსოლუტურად სხვა იყოს. დარწმუნებული ვარ, რომ არავითარი ფატალური შედეგი არ დადგება, რადგან ელემენტარული ლოგიკა არსებობს. მთელი მისი პოლიტიკური გარემოცვა და მისი ოჯახის წევრებიც არიან ჩართული ამაში, სააკაშვილს უბიძგებენ იქითკენ, რომ თავი დაიზიანოს და თუ ფატალური შედეგი დადგება, ამით ისარგებლებს არა სახელმწიფო და მმართველი ჯგუფი, არამედ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც არავითარი რესურსი არ აქვს, გარდა იმისა, რომ სააკაშვილი რაც შეიძლება ცუდად იყოს და რაც შეიძლება მეტი პრეტენზია ჰქონდეთ დასავლელ პარტნიორებს ხელისუფლების მიმართ. ასეთია რეალობა.

არის მეორე რეალობაც – თუ ადამიანი არ ჭამს და აცხადებს, რომ მოწამლულია, ასევე უარს ამბობს ექსპერტიზაზე, თუ ადამიანს გაკეთებული აქვს კუჭის რეზექცია და არ მიჰყვება დანიშნული მკურნალობის კურსს, რასაკვირველია, ის კარგად ვერ იქნება. სწორედ ამიტომ არის ჰოსპიტალში, მაგრამ ვინც ვერ ხედავს, რომ ეს არის ბოროტული პიარგეგმის ნაწილი, რაც უნდა დაგვირგვინდეს იმით, რომ საქართველოში მოხდეს დესტაბილიზაცია, ხელისუფლება შეიცვალოს და მეორე ფრონტი გაიხსნას, არის ბრმა ან მოქმედებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჯანდაცვამ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე უზრუნველყოს.

სააკაშვილის რეჟიმი რომ ყოფილიყო, იმ დანაშაულებისთვის, რაც სააკაშვილს დაუმტკიცდა, 50-წლიან თავისუფლების აღკვეთას მიიღებდა. ჩვენი სამედიცინო რესურსი საკმარისია, არათუ გადაარჩინოს მისი სიცოცხლე, არამედ ძალიან მოკლე ხანში გამოაჯანმრთელოს და ფეხზე დააყენოს – თუ ვაჟკაცია, დამსახურებულ სასჯელს გაუძლოს და შემდეგ გამოვიდეს პოლიტიკურ ასპარეზზე. მისმა გუნდმა, კლოუნის მიერ ჩამოყალიბებულმა რევკომმა კი დასახოს გეგმები და თუ რესურსი აქვს, არჩევნებში გაიმარჯვოს და არჩევნების გზით მოვიდეს ხელისფლებაში. შემდეგ უნდა სააკაშვილი გაათავისუფლონ და რაც უნდათ, ის ქნან, თუმცა ეს არ მოხდება, რადგან ხაბეიშვილები საქართველოს საზოგადოებას ვერ აჯობებენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: „იუსტიციის სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, სამედიცინო დაწესებულება და ცალკეული ექიმები ვერ იქნებიან პასუხისმგებელნი პატიმრის თვითდაზიანებაზე, მათ შორის, მისი სამედიცინო დანიშნულების შეუსრულებლობაზე“
Next post რატი ბრეგაძე: „არასაკმარისი კალორაჟის მიღება, ექსპერტიზისთვის საჭირო ნიმუშების არჩაბარება, მედიკამენტების შერჩევით მიღება, სამედიცინო პერსონალისადმი მუდმივი მუქარა და შეურაცხყოფა და ამ ყველაფრის პირდაპირი ან ირიბი ფორმით წახალისება ვერ ჩაითვლება იმ პირთა ქმედებად, რომლებიც შეიძლება დაინტერესებულნი იყვნენ პატიმრის ჯანმრთელობით“