მარტი 29, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 1 Second

ადამიანები პროფესიონალური მოვალეობის შესასრულებლად სხვა სამუშაოზე თუ გადადიან და თავიანთი რესურსით მოემსახურებიან საკუთარ სამშობლოს, ეს მისასალმებელია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, გულდასაწყვეტია გადაადგილებები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესს ახასიათებს.

„არსებობს პოლიტიკური სივრცე, სადაც გარკვეული მოთხოვნაა, ასევე არის სივრცე, სადაც პროფესიონალურ მოთხოვნებს გაცილებით მეტი ფასი აქვს. რასაკვირველია, პოლიტიკურთან ერთად, პროფესიონალური თუ არსებობს, ეს საუკეთესო ვარიანტია. ჩვენი გუნდის მთელი შემადგენლობა ასეთია. ადამიანები პროფესიონალური მოვალეობის შესასრულებლად სხვა სამუშაოზე თუ გადადიან და თავიანთი რესურსით მოემსახურებიან საკუთარ სამშობლოს, ეს მისასალმებელია. რასაკვირველია, გულდასაწყვეტია გადაადგილებები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესს ახასიათებს, იწვევს გარკვეულ სპეკულაციას, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით დაპირისპირებული გუნდების სიხარულს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ, ყველანი, ადამიანები ვართ და ბევრი რამ ამ ადამიანური პოზიციიდან უნდა გავაანალიზოთ, შევაფასოთ. თავს არ ვარიდებ იმის თქმას, რომ მიუხედავად მაღალი პროფესიონალიზმისა, შესაძლოა, გარკვეული პოლიტიკური პოზიციის შენარჩუნების ვალდებულებები კონკრეტულმა ადამიანმა ვერ დაძლიოს, ვერ ზიდოს. ამასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ შეიძლება გქონდეს, ვინაიდან ცხოვრება გაცილებით საინტერესო და მნიშვნელოვანია, თუ საკუთარ სახელმწიფოს ემსახურები, რომელ პოზიციაზეც არ უნდა იყო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, გია ვოლსკის კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გიორგი ხელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი იქნება. ვოლსკის თქმით, ამ პოზიციას საკმაოდ პასუხისმგებლიანი ადამიანი სჭირდება.

„ეს არ არის დაქვეითება გარკვეულ პოზიციასთან დაკავშირებით. ვიტყოდი, რომ საკმაოდ პასუხისმგებლიანი ადამიანი სჭირდება ამ პოზიციას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები