გია გაბრიჭიძე ნიკა მელიაზე: მათი ბოგინი უნდა დამთავრდეს! უნდა დამთავრდეს, რადგან სანამ ნაცები იქნებიან, ქვეყანას სიმშვიდე არ ეღირსება

Read Time:56 Second

ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი, როგორც კუთხეში მიმწყვდეული ვირთხა მწარდება და ყველაფერზე მიდის, „ნაცებიც“ ეგრე არიან გამწარებულები და მეტი არაფერი დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ მაქსიმალურად გააღიზიანონ ხალხი და ბოლო პროვოკაციაზე წავიდნენ, – ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე ნიკა მელიას მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციას.

ექსპერტის აზრით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ ჩამოიხსნა ნიღაბი.

„იმ ფაქტზე, რაც მელიამ ჩაიდინა, ყოველგვარი პოლიტკორექტული განცხადება, შეშფოთება – უი, თვით ევროკავშირის წარმომადგენლობასაც არ მოერიდა, კიდევ ერთხელ ჩამოიხსნა ნიღაბი და მსგავსი ფინ ფამ ფო სისულელეები სრულიად ზედმეტად მიმაჩნია. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი – როგორც კუთხეში მიმწყვდეული ვირთხა მწარდება და ყველაფერზე მიდის, „ნაცებიც“ ეგრე არიან გამწარებულები და მეტი არაფერი დარჩენიათ, იმის გარდა, რომ მაქსიმალურად გააღიზიანონ ხალხი და ბოლო პროვოკაციაზე წავიდნენ. 9 დღე დარჩა არჩევნებამდე. მათ კარგად იციან, რომ სრული კრახი აქვთ (ახლა არ მითხრათ, კვლევებით მეორე ადგილზე არიანო!) და ამ მდაბიო გამოხტომებით გამწარებულნი ყველაფერზე მიდიან. მიდიან არა გამარჯვებისთვის, არამედ ბოროტების გადმოსანთხევად. ზიზღისა და სიძულვილის მაქსიმალურ ნიშნულზე ასაყვანად. ის, რაც მათ დმანისში ჩაიდინეს, რასაც რეგიონებში აკეთებენ და რაც დღეს მოხდა, უკვე კარგა ხანია გასცდა არჩევნებს და პირდაპირ კრიმინალი და მოქალაქეების გამოწვევაში გადაიზარდა. მათი ბოგინი უნდა დამთავრდეს! უნდა დამთავრდეს, რადგან სანამ ნაცები იქნებიან, ქვეყანას სიმშვიდე არ ეღირსება“, – წერს გია გაბრიჭიძე facebook-ზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – ელჩებთან შეხვედრაზე რომ დასმულიყო კითხვები ჩანაწერებთან დაკავშირებით, ვეტყოდით, შეუძლიათ, ყველაფერი მოიკითხონ ხალხთან, ვინც ამ ინფორმაციებს აწვდის ტელევიზიებს
Next post ლევან ნიკოლეიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკანორ მელიას ხულიგნური მივარდნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან აშკარად მეტყველებს, თუ რას გვთავაზობენ არჩევნების შემდეგ