გერმანიაში მცხოვრები ქართველი მასწავლებელი მეზობელ ბავშვებს სადარბაზოში ყოველდღე ზღაპრებს უკითხავს

Read Time:37 Second

გერმანიის ქალაქ აუგსბურგში მცხოვრები ქართველი მასწავლებელი ანა მუსმან-გაგნიძე ყოველდღე მეზობელ ბავშვებს ზღაპრებს უკითხავს. მას შემდეგ რაც ანა გაგნიძის ინიციატივის შესახებ ადგილობრივმა გამოცემამ, Augsburger Allgemeine-მ დაწერა.

„მე გერმანული ენის მასწავლებელი ვარ და იმის გამო, რომ ახლა დისტანციურ რეჟიმზე ვართ გადასულები და სამსახურში სიარული არ მიწევს, სახლში ყოფნაც ძალიან მოსაბეზრებელი გახდა. ჩემი შვილები უკვე დიდები არიან, 14 და 18 წლის, ამიტომ გადაწყვიტე, 2-დან 11 წლამდე ასაკის მეზობელ ბავშვებს ყოველდღე ზღაპრები წავუკითხო. ყოველდღე 4 საათზე გავდივართ სადარბაზოში, ბავშვები სხედან აუცილებელი დისტანციის დაცვით და მე მათ ვუკითხავ ზღაპრებს. გარდა ამისა, ისინი ცეკვავენ, მღერიან, თამაშობენ, რა თქმა უნდა, ყველა აუცილებელი რეკომენდაციის გათვალისწინებით. ეს ყველაფერი ბავშვების მშობლებსაც ძალიან მოსწონთ, იმიტომ რომ ბავშვებისთვისაც მუდმივად სახლში ყოფნა ძალიან რთული და დამღლელია“, – ამბობს ანა მუსმან-გაგნიძე imedinews-სთან საუბარში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ინაშვილი:მიზანმიმართული ცეცხლი გაიხსნა! ეპიდემიის წინააღმდეგ მებრძოლი ლიდერების-ექიმების დემორალიზებაა მიზანი!
Next post კორონავირუსისგან 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა – აქედან 2 ბავშვია