გენდერული კვოტირება სავალდებულო, შესაძლოა, მაჟორიტარულ სისტემაშიც იყოს

Read Time:1 Minute, 7 Second

პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტირება, პროპორციული საარჩევნო სისტემის გარდა, შესაძლოა, მაჟორიტარულ სისტემაზეც გავრცელდეს. ინფორმაციას სააგენტო “ინტეპრესნიუსი” ავრცელებს.

პარლამენტში, საინიციატივო ჯგუფის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული სიების წარდგენისას, პარტიებს ევალებათ დაიცვან სქესთა ბალანსი ისე, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიას უბრუნებს სიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხოლო ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლის. გარდა ამისა, როგორც პარლამენტის, ასევე საკრებულოს წევრის მიერ მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, მის ადგილს იკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის კანდიდატი.

უმრავლესობის დეპუტატმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა დაადასტურა, რომ “ქართული ოცნება“ მზად არის, სავალდებული კვოტირების სისტემა შეეხოს როგორც პროპორციულ საარჩევნო სისტემას, ასევე მაჟორიტარულ სისტემასაც.

“ქართული ოცნება“ მზად არის პოზიტიური დისკრიმინაციის აქტის შესადგენად, რაც უმრავლესობის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე დამსწრეთა უმრავლესობის მხრიდან დაფიქსირდა. ასევე დამსწრეთა უმრავლესობის აზრიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ “ქართული ოცნება“ მზად არის, სავალდებული კვოტირების სისტემა შეეხოს არამხოლოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემას, არამედ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემასაც. დეტალებზე მუშაობა მოგვიწევს, რა რაოდენობითა და როგორ შეიძლება მოხდეს სავალდებულო კვოტირება პროპორციული და მაჟორიტარული სისტემებისთვის, რათა ჯამში ეს არ იყოს პარლამენტის საერთო წევრთა საერთო რაოდენობის 25%-ზე ნაკლები“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

კანონპროექტი, რომელიც ქალებისთვის სავალდებულო კვოტების შემოღებას ითვალისწინებს და პარლამენტსა და საკრებულოებში ქალი წევრების რაოდენობის ზრდას ემსახურება, სამმა საპარლამენტო კომიტეტმა მოიწონა, რის შემდეგაც ის პარლამენტის ბიურომ უნდა დაამტკიცოს, სანამ პარლამენტში დადგება კენჭისყრაზე.

დღეს საქართველოს პარლამენტის 150 წევრიდან ქალი მხოლოდ 24 დეპუტატია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარლამენტში უმრავლესობის დახურული სხდომა მიმდინარეობს
Next post გიორგი მიქაუტაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს დამატებითი შენობა სჭირდება