მარტი 28, 2024
0 0
Read Time:52 Second

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს გარკვეული ორგანოები ამოცლილი ჰქონდა. როგორც მინისტრმა ბიზნესასოციაციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ უწყება არჩილ ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემის საკითხზე მუშაობს, მაგრამ “ძირითადი ამოცანაა, ექსპერტიზა ეფექტური და ყოვლისმომცველი იყოს”. მის კომენტარს 1tv ავრცელებს.

„ტრაგიკულ მოვლენასთან მიმართებაში გამოძიება მიმდინარეობს. ამ მომენტისთვის, არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ კონკრეტულ შეკითხვაზე გიპასუხოთ. რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემას, ამაზე ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვმუშაობთ, მაგრამ ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ ექსპერტიზა რაც შეიძლება ეფექტური და ყოვლისმომცველი იყოს. ექსპერტიზა არის ჩვენი ძირითადი ინსტრუმენტი საგამოძიებო პროცესის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც დაგვჭირდება სრულფასოვანი ექსპერტიზის ჩასატარებლად. მათ შორისაა, საერთაშორისო ექსპერტების მოწვევის კომპონენტიც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის მამის გამოკითხვა და საქმის მასალების გაცნობა მცხეთის რაიონულ პროკურატურაში 16 აპრილს 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადვოკატის თქმით, ტატუნაშვილის ცხედარს ორგანოები ამოცლილი აქვს, რის გამოც შეიძლება გართულდეს მისი დაღუპვის მიზეზების დადგენა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს, დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები