გახარია: ოჯახში ძალადობის მოტივით ქალთა მკვლელობა კარდინალურად შემცირებულია

Read Time:28 Second

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ოჯახში ძალადობის მოტივით ქალთა მკვლელობა კარდინალურად არის შემცირებული. ამის შესახებ გახარიამ პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ოჯახური ძალადობის ნაწილში რისკების შეფასების სისტემამ და შემაკავებელი ორდერების ნაწილმა შედეგი გამოიღო:

“თუ შემაკავებელი ორდერების რაოდენობა პრინციპულად გაიზარდა და მიაღწია დაახლოებით 6 ათასს და გადასცდა კიდეც, თუმცა ეს არ არის შედეგი, შედეგი ის არის, რომ ოჯახში ძალადობის მოტივით ქალთა მკვლელობა კარდინალურად არის შემცირებული და არცერთი შემთხვევა არ ყოფილა 2018 წლის განმავლობაში, როდესაც მსგავსი მძიმე დანაშაული მომხდარიყო შემაკავებელი ორდერის არსებობის პირობებში, რაც ყოველთვის პრობლემა იყო წლების განმავლობაში”, – განაცხადა შს მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია – მინდა მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს,სენსიტიურ თემებთან დაკავშირებით ჩვენს ქმედებებს მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ
Next post ქუთაისში გვირილობას აღნიშნავენ