განათლების სამინისტრო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამეზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

Read Time:21 Second

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაბარების მსურველთა შერჩევის პროცესი გრძელდება და 26 სექტემბერს დასრულდება, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შერჩევის საბოლოო შედეგები აპლიკანტებს 1-ელ ოქტომბრამდე ეცნობებათ პორტალზე: https://vet.emis.ge/#/

პირველიდან 10 ოქტომბრამდე აპლიკანტებმა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უნდა წარადგინონ ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაცია.

იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს ერთდროულად რამდენიმე პროგრამაზე აქვს ჩარიცხვის შესაძლებლობა, უნდა აირჩიოს მხოლოდ ერთი სასურველი პროგრამა და ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაცია წარადგინოს შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ქართული ოცნების“ მიერ ბათუმში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მმართველი პარტია 49,2%-ით ლიდერობს
Next post ლევან იოსელიანი – ამომრჩეველთა უმრავლესობას სურს ისეთი ცვლილებები, რომელიც მათი ცხოვრების ხარისხზე აისახება