მარტი 29, 2024
0 0
Read Time:24 Second

მიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, გავამწვანოთ ჩვენი ქალაქი. ვარკეთილში, გამწვანების ღონისძიებაში, მონაწილეობას იღებენ დიპლომატიური კორპუსის, საპატრიარქოს წარმომადგენლები, სტუდენტები, ჩვენი ჯარისკაცები. ყველა მათგანს დიდ მადლობას ვუხდი. ზოგადად, ქალაქის გამწვანება და ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული თბილისელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ნარგავებს სჭირდება მოვლა-პატრონობა, რაზეც „ეკოსერვის ჯგუფი“ – ჩვენი ერთ-ერთი სამსახური იღებს პასუხისმგებლობას. ტერიტორიის გასამწვანებლად საპატრიარქოს ფონდმა – „გაამწვანე საქართველო“ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა რევაზ სოხაძემ მუნიციპალიტეტს ჯამში დაახლოებით 2000 ძირი ფიჭვი გადასცეს, რომლის მოვლა-პატრონობას, დარგვის შემდეგ, თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები